მაკო გომური – გიორგი გახარიაზე: „რაც აქამდე იყო, ჩემთვის იგივე დარჩება“
18/02/2021 10:14:59 საზოგადოება
2019 წლის 20 ივნისის აქციის დაშლისას დაზარალებული მაკო გომური გიორგი გახარიას მიერ პრემიერ–მინისტრის თანამდებობის დატოვებას ეხმიანება.
„საერთოდ არ ვარ გასწორებულში. არც გამხარებია, რავი, მიზეზი არ მაქვს მაგის.არც 20 ივნისზე უგია პასუხი, არც გამოძიების დაჩქარებას შეუწყო ხელი და იგივე დაზეპირებული ფრაზებით წავიდა, რომ იყო შტურმის აცილება, რომ პარლამენტი აღებას გადაარჩინა, რომ ქვეყანა მასშტაბურ გადატრიალებას მოარიდა და ა.შ.რაც აქამდე იყო, ვიღაც ტიპი, რომელიც ძალიან უნამუსო აღმოჩნდა, იგივე დარჩება ჩემთვის. მის ადგილს სხვა დაიკავებს, ვინც ხელახლა გააჟღერებს იმ ,"მათავარის’" სათქმელს. ასე რომ, არ ვგრძნობ არც კმაყოფილებას და არც რაიმე მაგდაგვარს“,– აცხადებს მაკო გომური.


