Accentnews.ge
ზელენსკი პუტინს შეხვედრას სთავაზობს

ზელენსკი პუტინს შეხვედრას სთავაზობს

08/07/2019 10:18:28 სხვა, მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს მინსკში შეხვედრას სთავაზობს. როგორც ზელენსკი აცხადებს, მოლაპარაკებები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის შუამავლობით გაიმართება.

„მინდა, მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს, საჭიროა საუბარი? საჭიროა. მოდით, განვიხილოთ, ვისია ყირიმი, ვინ არის და ვინ არა დონბასში. თქვენთან საუბრისას გთავაზობთ შემდეგ ფორმატს, მე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი“, – აცხადებს ზელენსკი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში და დასძენს: „ჩვენ არ ვცვლით არანაირ დიპლომატიურ ფორმატებს. ჩვენ უბრალოდ გთავაზობთ საუბარს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S