Ryanair 2021 წელს საქართველოში ფრენებს არ აღადგენს
17/02/2021 14:20:41 ეკონომიკა
ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair 2021 წელს საქართველოში ფრენებს არ აღადგენს, – იუწყება bm.ge.
"კომერციული მიზეზებიდან გამომდინარე, Ryanair საქართველოს მიმართულებით 2021 წლის განმავლობაში ფრენებს არ განახორციელებს. ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ ჩვენს ქსელში არსებულ აეროპორტებთან, რათა ხელი შევუწყოთ საავიაციო ნაკადების აღდგენას, თუმცა ამასთანავე ჩვენი კომპანია თანდათანობით აგრძელებს გამოსვლას იმ რთული ვითარებიდან, რაც კორონავირუსს უკავშირდებოდა", - განუცხადეს გამოცმას კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა ჯერჯერობით საავიაციო ნაკადი კვლავ საკმაოდ დაბალია.
ფაქტი, რომ Ryanair ფრენებს არ აღადგენს წელს საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის აღდგენის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება.
2020 წლის განმავლობაში Ryanair საქართველოში 21,323 მგზავრს მოემსახურა, ეს რეისები ქვეყანაში ლოქდაუნის გამოცხადებამდე შესრულდა. კომპანია თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით დაფრინავდა.


