Accentnews.ge
ლატვია ქვეყანაში საქართველოსთვის სახელის შეცვლას ამ ეტაპზე არ აპირებს

ლატვია ქვეყანაში საქართველოსთვის სახელის შეცვლას ამ ეტაპზე არ აპირებს

17/02/2021 10:28:01 პოლიტიკა

საქართველოსთვის სახელის შეცვლისა და ალტერნატიულის გამოყენების საკითხი ლატვიაში ჯერ-ჯერობით არ განიხილება, - იუწყება პორტალი "Delfi" ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის იანვარში ლატვიის საგარეო უწყებამ სახელმწიფო ენის ცენტრს მიმართა, რომელშიც უცხოურ ტოპონიმებზე ლატვიური ენის ექსპერტთა კომისიის ტოპონიმების ქვეკომისიაა პასუხისმგებელი. სამინისტროს აზრით, ეს პოლიტიკური საკითხი არ არის და ის ლინგვისტებმა უნდა გადაწყვიტონ.

ამ დროისთვის მათგან მიღებული ინფორმაცია მეტყველებს იმაზე,რომ სიტყვა Gruzija ლატვიურ ენაში უკვე სულ მცირე, 130 წელია, არსებობს და ლატვიას მისი შეცვლის საფუძველი არ აქვს, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ქვეყნის საგარეო უწყება იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ საქართველოს თავის სახელში ცვლილება არც გაერო-ში შეუტანია და საერთაშორისო არენაზე Georgia-ს სახელით რჩება.

შეგახსენებთ, რომ ლიტვამ საბოლოოდ დაამტკიცა ქვეყანაში საქართველოს სახელად "საკარტველო". მას ყველა ოფიციალურ დოკუმენტში გამოიყენებენ. ვილნიუსში ასევე ბელარუსის სახელის შეცვლის საკითხს განიხილავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S