Accentnews.ge
სტოლტენბერგი - რუსეთს: "თუ შეტაკება გსურთ, ჩვენ მზად ვართ"

სტოლტენბერგი - რუსეთს: "თუ შეტაკება გსურთ, ჩვენ მზად ვართ"

17/02/2021 10:23:22 პოლიტიკა

ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზად არის რუსეთთან როგორც კონფრონტაციისთვის, ისე ურთიერთქმედებისთვის და ყველაფერი მოსკოვის პოზიციაზეა დამოკიდებული.

«რუსეთთან დიალოგი უნდა დაეფუძნოს ძალას, სიმტკიცეს. რუსეთის ზრახვების მიმართ მიამიტები ვერ ვიქნებით. თუმცა მოსკოვს უნდა ვესაუბროთ. მე მჯერა რუსეთისთვის მკაფიო სიგნალის მიცემის აუცილებლობის: თუ შეტაკება სურთ, ჩვენ მზად ვართ. თუ თანამშრომლობა სურთ, მხოლოდ გაგვიხარდება. მაგრამ აქ მინიმალური ადგილიც კი არ უნდა დარჩეს შეცდომებისთვის, გაუგებრობებისთვის,ეჭვებისთვის, არასწორი გათვლებისთვის: ნატო მზადაა, ჩვენ გაგვაჩნია შესაბამისი შესაძლებლობები, ძალა და ნება ალიანსის ნებისმიერი მონაწილეს დასაცავად. საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში რუსულმა ჯარმა ძალა გამოიყენა. სრულიად მკაფიოდ უნდა იყოს გასაგები, რომ ეს ნატო-ს არც ერთ წევრს არ შეემთხვევა. ეს საუკეთესო გზაა მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამ ფუნდამენტზე შეგვიძლია მოლაპარაკებების ჩამოყალიბება და იმედი მაქვს, ურთიერთობების გაუმჯობესებაც. თუმცა ახლა სახეზე გვაქვს კიბერსაფრთხეები, ტერორიზმი, ჰიბრიდული კამპანიები, დეზინფორმაცია, ჩინური და რუსული ხელისუფლებების მოქმედების შედეგები, ასევე პანდემია. ეს ყველაფერი არაპროგნოზირებად და არასტაბილურ გარემოს ქმნის. ამდენად, მოთხოვნა ნატო-ზე, როგორც სხვადასხვა ქვეყნების კავშირზე, როგორც არასდროს, გაიზარდა», – განაცხადა სტოლტენბერგმა ესპანურ გამოცემა El Mundo-სთან ინტერვიუში.

ცნობისთვის: 18 იანვარს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება, გადაწყვიტოს, იყვნენ თუ არა სუვერენული სახელმწიფოები საქართველო და უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S