კახაძე – გერმანიაში დასაქმებაზე: "ჩვენი ეკონომიკა იმ ტევადობის არაა, ბევრი ადამიანი დაასაქმოს"
17/02/2021 09:50:10 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლადო კახაძე აცხადებს, რომ ერთ დღეში საქართველოს 36 000-მდე მოქალაქის მიერ გერმანიაში სამუშაოდ წასვლის სურვილის გამოხატვა ნორმალურია, რადგან ამ ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკა განვითარებადია და ამ ტევადობის ადამიანების დასაქმება არ შეუძლია.
"ჩემს ახალგაზრდობაში, მაშინ საბჭოთა კავშირი იყო, საქართველოდან სამუშაოდ მიდიოდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში, მიდიოდნენ უზბეკეთში. საერთოდ ასეთია წესი, თუმცა ეს უნდა მოხდეს ლეგალურად, როდესაც აქედან იქნება სახელმწიფოს თანხმობა და დამალვა არ იქნება საჭირო. თუ ჩვენთან იქნება სამუშაო ადგილი, აქ მოვა ადამიანი. გერმანიაში მიდიან, გერმანიას თავისი საწარმოო პოტენციალის ასათვისებლად რესურსი არ გააჩნია. ჩვენ არ ვიცით, რომ ჩვენი ეკონომიკა იმ ტევადობის არ არის, რომ ბევრი ადამიანი დაასაქმოს? ჩვენ განვითარებად ეკონომიკა გვაქვს და ვცდილობთ, მაქსიმალურად...", - აცხადებს კახაძე.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ერთ დღე-ღამეში 35 121 პირი დარეგისტრირდა გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველად.
იხილეთ ასევე: გერმანიაში დასაქმების უფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის – პასუხი ყველა კითხვაზე


