Accentnews.ge
დიდთოვლობის გამო სვანეთის სოფლების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

დიდთოვლობის გამო სვანეთის სოფლების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

17/02/2021 07:48:52 საზოგადოება

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა მესტიის მუნიციპალიტეტში. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ენერგომომარაგება 5 სოფელს შეუწყდა.

ჩაკეტილია კალა-უშგულის საავტომობილო გზა. ზვავსაშიშროების გამო გზის გაწმენდა ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება. რაც შეეხება ენერგომომარაგებას, ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად მუშაობა მიმდინარეობს.

სვანეთში მესამე დღეა გადაუღებლად თოვს.

იხილეთ ასევე: დიდთოვლობის გამო რამდენიმე საავტომობილო გზაზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S