ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 486 შემთხვევა გამოვლინდა
17/02/2021 07:00:17 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 486 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსისგან განიკურნა 499 ადამიანი, 13 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 192 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 612 628, „პისიარ“ ტესტით 6 5 64.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,53%-ია, ბოლო 14 დღის - 2,8%, ბოლო 7 დღის - 2,4%.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 266 948 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 259 727პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 390 გარდაიცვალა.


