მედია: კახი კავსაძე ჰოსპიტალიზებულია
16/02/2021 15:26:24 საზოგადოება
მსახიობი კახი კავსაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს,- იუწყება "პრაიმტაიმი".
გამოცემის ცნობით, იგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
მსახიობს ფილტვების ანთება აქვს, თუმცა თავს კარგად გრძნობს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა განუცხადეა, კახი კავსაძე საავადმყოფოში 4 დღის წინ მოათავსეს, მას კლინიკაში ანტიბიოტიკური მკურნალობა დასჭირდა.


