Accentnews.ge
ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 740 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 740 შემთხვევა გამოვლინდა

16/02/2021 06:48:40 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 740 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსისგან განიკურნა 496 ადამიანი, 14 გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 549 კვლევა, აქედან 14 802 - ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო - 5 747 PCR-ით.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 3,6%-ია, ბოლო 14 დღის - 2,9%, ბოლო 7 დღის - 2,4%.

ქვეყანაში "კოვიდ-19"-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 266 462-ს შეადგენს. აქედან 259 228 ადამიანი დაავადებისგან გამოჯანმრთელდა, 3 377 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S