საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარე ეწვია

16-02-2021 09:51:41 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე ეწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, იგი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ–მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრსი შეხვდება. ამასთან, ენ ლინდე შეხვედრას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და გააკეთებს განცხადებას მედიისთვის.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობა შვედეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ვიზიტის ფარგლებში ენ ლინდე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვევა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები