NATO–ს გენმდივანი ალიანსის პარტნიორ ქვეყნებში წვრთნებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივით გამოდის

15-02-2021 19:54:08 საგარეო პოლიტიკა

NATO–ს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი ალიანსის პარტნიორ ქვეყნებში წვრთნებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სხდომამდე გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"ჩინეთი და რუსეთი მოწინავე ქვეყნებია, რომლებიც წესებზე დამყარებული საერთაშორისო სისტემის წინააღმდეგ გამოდიან. ამიტომ, NATO-მ უნდა გააღრმავოს პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა საერთო მოსაზრებების მქონე პარტნიორებთან, რათა წინ წავწიოთ ჩვენი ღირებულებები და ინტერესები. მე NATO-ს პარტნიორ ქვეყნებში წვრთნებისა და შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივით გამოვალ, რადგან პრევენცია ჩარევას სჯობს", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გარდა აღნიშნული ინიციატივისა, მისი თქმით, ის ასევე გამოვა ინიციატივით, რომ ალიანსის წევრებმა დაამტკიცონ უფრო მკაფიოდ განსაზღვრული ეროვნული მდგრადობის გეგმა. მისი კიდევ ერთი ინიციატივა NATO-ს წევრებს შორის პოლიტიკური კოორდინაციის გაძლიერებას ეხება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები