იანვარში საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი იტალიიდან შემოვიდა
15/02/2021 13:35:04 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $149.8 მილიონი დოლარი (493.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 19.2%-ით ($24.1 მილიონით) მეტია 2020 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
რაც შეეხება პირველ ხუთ ქვეყანას, საიდანაც იანვარში ყველაზე მეტი გზავნილი შემოვიდა, პირველ ადგილზე იტალიაა– 27.32 მილიონი დოლარით, ზრდა წინა წელთან 29.72%. შემდეგ მოდის რუსეთის ფედერაცია – 23.18 მილიონი დოლარით, კლება წინა წელთან – 11.44%. მესამე ადგილს საბერძნეთი იკავებს 18.62 მილიონი დოლარით (ზრდა წინა წელთან 25.25%), მეოთხეს – აშშ 18.07 მილიონი დოლარით (ზრდა წინა წელთან 33.24%) ხოლო მეხუთეს – ისრაელი13.16 მილიონი დოლარით (ზრდა წინა წელთან 0.55%).
აღნიშნულის შემდეგ სიაში შემდეგი ქვეყნები მოდიან:
- თურქეთი – 7.16 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 8.54%
- უკრაინა – 6.43 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 80.65%
- გერმანია – 6.06 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 57.15%
- აზერბაიჯანი – 5.32 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 213.08%
- ესპანეთი – 3.51 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1.82%
- საფრანგეთი – 2.39 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 32.79%
- ყაზახეთი – 2.20 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 11.21%
- პოლონეთი – 1.95 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 2.94%
- კანადა – 1.46 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 53.67%
- გაერთიანებული სამეფო – 1.37 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 15.59%
ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოში ფულადი გზავნილების უმთავრეს წყაროს ქვეყნიდან ემიგრირებული მოსახლეობის მიერ უკან გამოგზავნილი თანხები წარმოადგენს.


