Accentnews.ge
"ვთქვათ, გინდათ მოსვლა. მოგიშვებთ ხელისუფლებაში?!"

"ვთქვათ, გინდათ მოსვლა. მოგიშვებთ ხელისუფლებაში?!"

15/02/2021 12:02:14 საზოგადოება

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოში მოქმედ პოლიტიკური პარტიებთან დაკავშირებით. მისი თქმით, მსოფლიოში ბევრ პოლიტიკოსს იცნობს, ხოლო „ამათ პოლიტიკოსობისას ვერაფერს ვერ ვატყობ. თუნდაც ოპოზიციას“.

„ვთქვათ, გინდათ მოსვლა. მოგიშვებთ ხელისუფლებაში?! ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ?! ავტორიტეტი აქვს რომელიმე [პარტიას]?!“ - აცხადებს ეპისკოპოსი და განაგრძობს: „ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, რა გგონიათ, მარტო ამ ძალებს დავტოვებთ?! ჩვენ დავუჭერთ რომელიმე ძალას მხარს“.

მისი მტკიცებით, თუ ეკლესიის წარმომადგენლები კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდაჭერაზე ჩამოყალიბდებიან, „მეორე ძალა - ახლა რომ არიან მთავარი ოპოზიცია - აღარ იქნება ის მთავარი ოპოზიცია“.

ეპისკოპოსის მტკიცებით, დღეს მოქმედ არც ერთ პარტიას არ დაუჭერს მხარს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S