Accentnews.ge
ამინდის16 –22 თებერვლის პროგნოზი

ამინდის16 –22 თებერვლის პროგნოზი

15/02/2021 10:20:46 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, 17-18 თებერვალს ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მაღალმთიან რაიონებში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-22 თებერვალს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა, დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6, ქვემო ქართლის ბარში -5, -7 და შიდა ქართლის ბარში -11, -13 გრადუსამდე. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ტემპერატურის მნიშვნელოვანმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S