Accentnews.ge
როდის, რამდენი დოზისა და რა გზებით გეგმავს საქართველო კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ქვეყანაში შემოტანას

როდის, რამდენი დოზისა და რა გზებით გეგმავს საქართველო კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ქვეყანაში შემოტანას

15/02/2021 09:50:52 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყანაში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით 4 მილიონი დოზის შემოტანა იგეგმება.

"1 400 000 დოზაა დაახლოებით, რაც ჩვენ „კოვაქსიდან“ გვეკუთვნის, დანარჩენი 2 500 000 დოზა უნდა მოვიძიოთ სხვა მექანიზმებით", – განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანა ვაქცინის შემოსატნად 3 მექანიზმს იყენებს:

"კოვაქსის" პლატფორმა ჩვენთვის მთავარი მექანიზმია, თუმცა მაინც არის კიდევ 2 მექანიზმი, რაც გვინდა, რომ გამოვიყენოთ. ერთი ეს არის ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა იმგვარად, რომ მათ ის შესყიდული ჭარბი დოზა, რომელიც შესაძლოა მათთვის ამ ეტაპზე არ იყოს აუცილებელი გადმოგვცენ - შეიძლება იყოს შესყიდვის ან დონაციის სახით; ასევე, ძალაში რჩება ორმხრივი​ მოლაპარაკებები [მწარმოებლებთან]".

მისივე თქმით, კოვიდ–საეინააღმდეგო ვაქცინის პირველ დოზებს ქვეყანა მიმდინარე თვეში ელის.

როგორც გაბუნიამ განაცხადა, "პირველი კვარტალია რთული ყველასთვის, შემდეგ წარმოების მოცულობები გაიზრდება და მესამე, მეოთხე კვარტლისთვის უკვე შესაძლებელია, მეტი შანსი გაჩნდეს იმისთვის, რომ ჩვენ პირდაპირაც მოვიპოვოთ დოზები მწარმოებლებისგან".

შეგახსენებთ, რომ "კოვაქსის" პლატფორ​მის მონაცემების თანახმად, ქვეყნების უმეტესობა AstraZeneca–ს ვაქცინას მიიღებს.

"კოვაქსის" პლატფორმა, რომლის ინიციატორიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა, მსოფლიოში ვაქცინების სამართლიანი გადანაწილების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. „კოვაქსის“ მექანიზმით, დაგეგმილია Oxford/AstraZeneca–სა და Pfizer/BioNTech–ის ვაქცინების 330 მილიონი დოზის მიწოდება მსოფლიოს 145 ქვეყნისთვის. ვაქცინების მიწოდება თებერვლიდან დაიწყება. „კოვაქსის“ პროგნოზით, ქვეყნებში ვაქცინების დისტრიბუცია ივნისამდე უნდა დასრულდეს. თითოეულ ქვეყანაში სავარაუდოდ, მოსახლეობის 3,3% აიცრება.

პლატფორმის ოფიციალური წევრობა ამარტივებს ვაქცინების პირდაპირ მიწოდებას მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. "კოვაქსის" წევრ ქვეყნებში საქართველოცაა. საქართველო „კოვაქსის“ მეშვეობით Pfizer/BioNTech ვაქცინის 29 250 დოზას მიიღებს. "კოვაქსის" პლატფორმით საქართველოსთვის განკუთვნილი დანარჩენი დოზა Oxford/AstraZeneca–ს ვაქცინა იქნება.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 265 722 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 258 732 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 363 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S