"აშშ–ის CDC–ს თანახმად, 6 წლიდან ბავშვებისთვის დასაშვებია პირბადის ხმარება და ის არავითარ უარყოფით გავლენას ბავშვის ჯანმრთელობაზე არ ახდენს"
15/02/2021 08:41:10 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აშშ–ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (CDC) გაიდლაინში აშშ–ის CDC–ს თანახმად, 6 წლიდან ბავშვებისთვის დასაშვებია პირბადის ხმარება და ის არავითარ უარყოფით გავლენას ბავშვის ჯანმრთელობაზე არ ახდენს.
"ჩვენთან პირბადე მანდატურული გახდა ბავშვებისთვის მეხუთე კლასის ჩათვლით და ზემოთ. მეოთხე კლასელებისთვის და ქვემოთ ეს არის რეკომენდებული. არსებობს ბევრი კვლევა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუცია მსოფლიოში, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გაიდლაინში 6 წლიდან ბავშვებისთვის დასაშვებია პირბადის ხმარება და ის არავითარ უარყოფით გავლენას ბავშვის ჯანმრთელობაზე არ ახდენს", – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, არსებობს დაავადებათა ჩამონათვალი, რა შემთხვევებშიც ექიმი პირბადის გამოყენების რეკომენდაციებს არ გასცემს:
„არის გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, რა თქმა უნდა, თუ არის ბავშვთან სხვადასხვა დაავადება, ამის ჩამონათვალიც არსებობს. ამ შემთხვევებში შეიძლება ექიმის დანიშნულებით უარი ითქვას პირბადეზე. ზოგადად, ხაზს ვუსვამ, ძალიან ბევრ ქვეყანაში სკოლებში პირბადე სავალდებულოა“.
ცნობისთვის: 15 თებერვლიდან მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახში გააგრძელებენ; სასკოლო სწავლების განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.


