კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევის პროგრამა სავარაუდოდ, მარტიდან ამოქმედდება
15/02/2021 08:34:47 საზოგადოება
ჯანდაცვის მინსიტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევის პროგრამა სავარაუდოდ, მარტიდან ამოქმედდება.
"პროტოკოლით გათვალსიწინებული გამოკვლევები ნაწილობრივ იფარება საყოველთაო ხელმისაწვდომობის ფარგლებში, ამდენად, პირველადი ჯანდაცვის დონეზე თავის ოჯახის ექიმთან მისულ პაციენტს, რომელსაც გადატანილი აქვს კოვიდი, შეუძლია, ჰქონდეს წვდომა იმ გამოკვლევებზე, რომელსაც ოჯახის ექიმი ჩათვლის საჭიროდ, მინიმალური თანაგადახდით ან რიგ შემთხვებში ეს სრულად იფარება საყოველთაო პროგრამის ფარგლებში, თუმცა რაზეც საუბარია 1 მარტიდან, ეს იქნება უკვე კონკრეტულად მიზნობრივი პროგრამა. ორ ჯგუფზეა საუბარი, პირველ ჯგუფში არიან პაციენტები, რომლებსაც კოვიდი მსუბუქ ფორმებში ჰქონდათ, მათ განსხვავებული მეთვალყურეობა სჭირდებათ, ხოლო მეორე ჯგუფია ის, ვისაც ჰქონდა კოვიდის მძიმე ფორმა, გაიარა რეანიმაციის კურსი. მათ კიდევ განსხავვებული მეთვალყურეობა სჭირდებათ. ამ ჯგუფის პაციენტებისთვის, ის დაწესებულებები, სადაც მათი მეთვალყურეობა მოხდება იქნება მეტად სპეციალიზირებული ტიპის, როგორიც არის ინფექციური და ის საავადამყოფოები, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩართულია კოვიდი მართვის პროცესში“, - განაცხადა გაბუნიამ.


