თურნავა – "კომენდანტის საათზე": "მის შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე ჯერ–ჯერობით მსჯელობა არაა"
15/02/2021 08:21:19 საზოგადოება
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, "კომენდანტის საათის" შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე ჯერ-ჯერობით მსჯელობა არაა.
"ერთ-ერთი ყველაზე წონადი ღონისძიებაა, რაც საბჭოს გადაწყვეტილებიოთ განვახორციელეთ ესაა გადაადგილების შეზღუდვაზე არ დავარქმევდი ამას "კომენდანტის საათს", ეს გაცილებით უფრო მკაცრი რამაა. ამ გადაწყვეტილების გამო ჩვენ დღეს შეგვიძლია, ვილაპარაკოთ შემსუბუქებაზე. ეს იყო ისეთი ამკრძალავი ზომა, რომელმაც მოგვცა პოზიტიური ეფექტი. რა თქმა უნდა, მის შემსუბუქებას, ან გაუქმებაზე მსჯელობას, წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს. ჯერ–ჯერობით ამაზე მსჯელობა არაა, ჩვენ ჯერ ვმსჯელობთ შემდეგ ნაბიჯებზე, რადგან დარჩა ბიზნესები, სადაც შეზღუდვები ჯერ არ შეგვიმსუბუქებია", – განაცხადა თურნავამ.
საქართველოში დღეიდან მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახში გააგრძელებენ; სასკოლო სწავლების განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობაც ექნებათ.
ამასთან დღეიდან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში. თუმცა, შეზღუდვები შენარჩუინდება შაბათ-კვირას.
აღსანიშნავია, რომ ჯერ–ჯერობით არ იგეგმება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა; არ გაიხსნება საჯარო და კერძო ბაღები. კვლავ უცნობია, როდის განახლდება სწავლა უნივერსიტეტებში. ზამთრის კურორტებთან მიმართებით შეზღუდვები არ შემსუბუქდება; კვლავ ძალაში რჩება "კომენდანტის საათი" 21:00-დან დილის 5:00 საათამდე და ყველა შეზღუდვა შენარჩუნდება შაბათ-კვირას.


