Accentnews.ge
ინვესტორს, რომელმაც "ვაკის პარკში" სასტუმროს მშენებლობა დაიწყო, მერია დაჯარიმებით ემუქრება

ინვესტორს, რომელმაც "ვაკის პარკში" სასტუმროს მშენებლობა დაიწყო, მერია დაჯარიმებით ემუქრება

15/02/2021 07:49:06 საზოგადოება

"ვაკის პარკის" მიმდებარე ტერიტორიაზე ინვესტორმა კომპანიამ "ტიფლის დეველოპმენტმა" სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია სამშენებლო ტექნიკა. როგორც ინვესტორი გიორგი ზაქაიძე აცხადებს, მას სასამართლოსგან მშენებლობის ნებართვა აქვს.

სამუშაოების წარმოების პროცესში ადგილზე მივიდნენ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და ინვესტორს სამუშაოების შეჩერება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 50 000–ლარიანი ჯარიმით დაემუქრნენ.

"2015 წლის დადგენილებით თქვენ გაჩერებული გაქვთ სამშენებლო წარმოების უფლება. მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ სამშენებლო სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოგიწერთ 50 000 ლარიან ჯარიმას", - განუცხადა ინსპექციის წარმომადგენელმა ზაქაიძეს.

თავის მხრივ, გოგა ზაქაიძემ მერიის წარმომადგენლებს მიმართა და დედაქალაქის ხელმზღვანელობასთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S