გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 165 შემთხვევა
15/02/2021 06:48:44 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 639 ადამიანი, გარდაიცვალა 11 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია stop.cov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გასული დღე–ღამის განმავლობაში 9 197 ტესტი ჩატარდა, აქედან ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 208, ხოლო PCR ტესტით - 2 989.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 265 722 შემთხვევა გამოვლინდა, 258 732 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 363 პირი გარდაიცვალა.


