სომხეთში მიწისძვრა მოხდა, ბიძგები იგრძნოდა საქართველოშიც
13/02/2021 11:42:01 საზოგადოება
სომხეთში 4,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის სეისმოლოგიური ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ირკვევა, რომ მიწისძვრა თბილისიდან 182 კილომეტრში – სომხეთში მოხდა, თუმცა ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.
ევროპის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 15:29 საათზე მოხდა.


