Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა
13/02/2021 07:02:19 ეკონომიკა
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა.
Fitch–ის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება, 2022 წელს კი - 5.8%-ით.
საქართველოს მთავრობის ოფიციალური პროგნოზითაც, წელს ქვეყნის ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება.


