ქუთაისის მერიასთან ვითარება მკვეთრად დაიძაბა
12/02/2021 14:51:56 საზოგადოება
ქუთაისის მერიის შენობის წინ ვითარება მკვეთრად დაიძაბა. აქტივისტები ქალაქის მერთან და გუბერნატორთან გასაუბრებას ცდილობდნენ, სცადეს შენობაში შესვლაც, რაც პოლიციასთან შეხლა –შემოხლაში გადაიზარდა.
დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა რამდენიმე მომიტინგე შემთხვევის ადგლიდან გაიყვანეს. ერთ–ერთი აქტივისტი შეუძლოდ გახდა.
„დაკავებები დაიწყო იმიტომ, რომ კორუმპირებულმა მერმა არ გაგვცა პასუხი, კომენდანტის დროს რატომ ქეიფობდა“ ,– განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ.
ადგილზე ამ დროისთვი დაძაბულობაა. აქტივისტები აცხადებემ, რომ დაშლას არ აპირებენ.
საქმე ეხება ქუთაისის მერის ბიერ ბიუჯეტის ხარჯზე შინ გაშლილ სუფრას.


