Accentnews.ge
ტოკიოს ოლიმპიადის ორგკომიტეტის ხელმძღვანელი სექსისტური სკანდალის ფონზე თანამდებობას ტოვებს

ტოკიოს ოლიმპიადის ორგკომიტეტის ხელმძღვანელი სექსისტური სკანდალის ფონზე თანამდებობას ტოვებს

12/02/2021 12:56:33 მსოფლიო

სკანდალი იოსირო მორის იმ სიტყვების გამო აგორდა, რომ "ქალებს არ ძალუძთ, გარკვევით გამოხატონ საკუთარი აზრი".

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი, 83 წლის იოსირო მორი მისი სექსისტური გამონათქვამების გამო აგორებული სკანდალის ფონზე თანამდებობას ტოვებს, - იუწყებიან რიგი იაპონური მედიასაშუალებები.

მორის სკანდალური მოსაზრებები სპორტკომიტეტებსა და ფედერაციებში ქალთა რაოდენობის ზრდას უკავშირდებოდა. "ეს ქალების ხშირი და დროში გაწელილი გამოსვლების გამო სხდომების გაჭიანურებას იწვევს. ქალები სირთულეებს განიცდიან საკუთარი აზრების გარკვევითა და ლაკონურად გამოხატვის კუთხით" - განაცხადა ოლიმპიური ორგკომიტეტის ხელმძღვანელმა.

მორი ამის გამო მთელმა რიგმა პოლიტიკოსებმა და ოლიმპიადის სპონსორი კომპანიების წარმომადგენლებმა დაგმეს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოსიჰიდე სუგამ განაცხადა, რომ "საკუთარი თავისთვის მსგავსი კომენტარების კეთების უფლების მიცემა დაუშვებელია", საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი მორის სიტყვები "აბსოლუტურად მიუღებლად" შეაფასა.

ამასთან, 500-მდე მოხალისემ და ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის მონაწილემ პროტესტის ნიშნად მუშაობაზე უარი თქვა.

ოპოზიციამ კი მთავრობას მორის დაუყოვნებლივ გადაყენება მოსთხოვა.

ამის შემდეგ ჩინოსანმა ბოდიში მოიხადა, თუმცა ეს საქმეს, როგორც ჩანს, ვეღარ უშველის.

ოლიმპიადა ტოკიოში 2020 წლის ივლის-აგვისტოში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსული პანდემიის გამო 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდისთვის გადაიდო. გადაწყდა, მას სახელწოდება "ტოკიო-2020" შეუნარჩუნდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S