Accentnews.ge
რუსეთი ნავალნის 8500 ევროს გადაუხდის

რუსეთი ნავალნის 8500 ევროს გადაუხდის

12/02/2021 12:15:00 მსოფლიო

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო არ აპირებს, გაასაჩივროს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება ოპოზიციონერ ნავალნისთვის 8500 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდის თაობაზე.

საქმე 2012 წელს მოსკოვში, ბოლოტნაიას მოედანზე გამართულ აქციაზე ნავალნის დაკავებას ეხებოდა.

სტრასბურგმა ვერდიქტი 2020 წლის 10 ნოემბერს გამოიტანა. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კი თავისი გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.

ნავალნი 2012 წლის 6 მაისის აქციაზე მიზეზების განმარტების გარეშე დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ერთი დღე-ღამის განმავლობაში ამყოფებდნენ და ღირსების შემლახველად ექცეოდნენ, მოგვიანებით კი მას ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

სტრასბურგის სასამართლომ ოპოზიციონერის მიმართ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა.

2012 წლის აქციაზე დაკავებულმა კიდევ ერთმა აქტივისტმა - ვადიმ გუნკომ უკვე მიიღო სახელმწიფოსგან 7500 ევრო.

სულ ხსენებულ აქციაზე 400-მდე მოქალაქე იყო დაკავებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S