
"იანდექსში" მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვაა: ბოროტმოქმედებს ჯაშუშობაში კომპანიის თანამშრომელი ეხმარებოდა
12/02/2021 11:56:57 მსოფლიო
რუსულ კომპანია "იანდექსში" მონაცემთა შიდა გაჟონვა დაფიქსირდა, რის შედეგადაც თითქმის 5 000 ექაუნთის მომხმარებლების პირადი მონაცემები კომპრომეტირდა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხდარის მიზეზი "ადამიანური ფაქტორია".
შიდა გაჟონვის ფაქტი ერთ-ერთი იმ შემოწმებისას გამოააშკარავდა, რომელიც საძიებო პლატფორმის უსაფრთხოების სამსახურის მიერ რეგულარულად ტარდება. - აცხადებენ კომპანიაში. გაირკვა, რომ ერთ-ერთი თანამშრომელი მომხმარებელთა ექაუნთებისადმი არასანქცირებულ წვდომას უზრუნველყოფდა.
კომპანიამ მომხდარის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა სამართალდამცველი ორგანოები და თანამშრომელთა სამუშაო პროცესის პრინციპების გადახედვის პირობა დადო.