Accentnews.ge
 „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა

„რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა

08/07/2019 05:50:35 სხვა, საზოგადოება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა. ამ დროისთვის არხი ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას.

შეგახსენებთ, რომ მაუწყებლობის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ წუხელ ტელეკომპანიასთან გამართული აქციის შემდეგ მიიღო.

ცნობისთვის: ტელეკომპანიის შენობის წინ აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც "პოსტსკრიპტუმის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემის მიმდინარეობისას ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. ამის შემდეგ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, თუმცა წამყვანის პათოსს იზიარებს. "რუსთავი 2"-ის წინ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი ტელეკომპანიიდან გიორგი გაბუნიასა და ნიკა გვარამიას წასვლას მოითხოვდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S