ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე საქართველოსა და აშშ-ის სამხედროებმა საცეცხლე ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა

12-02-2021 13:58:09 თავდაცვა

11 თებერვალს ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე საქართველოსა და აშშ-ის სამხედროებმა საცეცხლე ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-iს საელჩო ავრცელებს.

როგორც საელჩოში აცხადებენ, ამ წვრთნებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ის მტკიცე პარტნიორობასა და თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.

„მათ გამოიყენეს საქართველოსთვის ახლახან გადაცემული 100 ერთეული MK19 ყუმბარმტყორცნი და 200 ერთეული M2 ტყვიამფრქვევი. ნატო-სთან თავსებადი ეს იარაღები გამოიყენება ოცეულიდან ბატალიონამდე დონეებზე და წარმოადგენს $18 მილიონიანი მხარდაჭერის ნაწილს, რომლის მიზანიც საქართველოს თავდაცვის ძალების ახალი იარაღის სისტემებით აღჭურვაა.

ამ წვრთნებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ის მტკიცე პარტნიორობასა და თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები