Accentnews.ge
"თუ ევროკავშირი მკაცრ სანქციებს დაგვიწესებს, საერთოდ გავწყვეტთ მასთან ურთიერთობებს"

"თუ ევროკავშირი მკაცრ სანქციებს დაგვიწესებს, საერთოდ გავწყვეტთ მასთან ურთიერთობებს"

12/02/2021 09:14:07 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს განცხადებით, თუ ევროკავშირი მოსკოვს მკაცრ სანქციებს დაუწესებს, ეს უკანასკნელი ორგანიზაციასთან ურთიერთობებს საერთოდ გავწყვეტს.

"ჩვენ მზად ვართ ურთიერთობების გაწყვეტისთვის, თუ კვლავ დაგვიწესებენ სანქციებს ზოგიერთ სექტორში, მათ შორის – ყველაზე მგრძნობიარე სფეროებში, რომლებიც ჩვენი ეკონომიკისთვის რისკს ქმნიან. ჩვენ არ გვსურს, რუსეთი იზოლაციაში მოვაქციოთ, თუმცა ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის”, - განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის: მას შემდეგ რაც, რუსეთმა სამი ევროპელი დიპლომატი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე ყოფნის გამო ქვეყნიდან გააძევა, გერმანია და საფრანგეთი მოსკოვს საპასუხო ზომებით დაემუქრნენ.

იხილეთ ასევე: ევროკავშირ–რუსეთის ურთიერთობა მწვავე ფაზაში გადადის: „ლავროვმა წითელი ხაზი გადაკვეთა“

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S