პარლამენტის ნდობის ჯგუფი ირაკლი ღარიბაშვილს უსმენს

12-02-2021 12:36:07 პოლიტიკა ,თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში მივიდა. ღარიბაშვილს ნდობის ჯგუფის სხდომაზე მოუსმენენ, რომელზეც იგი თავდაცვის უწყების მიერ 2020 წელს განხორციელებული, საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ანგარიშს წარადგენს.

როგორც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საზოგადოებისთვის ცნობილია იმ რეფორმების შესახებ, რასაც უწყება ახორციელებს, რაც შეეხება უწყების საქმიანობის არასაჯარო ნაწილს, ნდობის ჯგუფში მოსმენა სწორედ ამ ნაწილის გაცნობას და მასზე საპარლამენტო ზედამხედველობას ემსახურება.

თავად ღარიბაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები