
ტრამპის რეიტინგი გაიზარდა
08/07/2019 05:38:56 სხვა, მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეიტინგმა მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ამ ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.
სოციოლოგიური გამოკითხვა ორგანიზაცია „Langer Research Associates “ ჩაატარა. კვლევის შედეგების მიხედვით, პრეზიდენტის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის კადიდატურას მხარს, გამოკითხული მოსახლეობის 44% უჭერს.
მოქალაქეების 51% კმაყოფილია პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკით, 42% კი ტრამპის საგარეო კურსს ეფექტიანად მიიჩნევს. მოსახლეობის ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა პრეზიდენტს ეკოლოგიურ საკითხებთან მიმართებაში აქვს.
დონალდ ტრამპის რეიტინგი ცოტა ხნის წინ კომპანია „ჰარის-იქსმაც“ გაზომა. გამოკითხვების თანახმად, პრეზიდენტის რეიტინგი აპრილში 37 % იყო.