Accentnews.ge
ამინდის 13-14 თებერვლის პროგნოზი

ამინდის 13-14 თებერვლის პროგნოზი

12/02/2021 08:06:45 საზოგადოება

საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-14 თებერვალს საქართველოში ამინდი გაუარესდება.

უწყების ინფორმაციით, ძირითადად დასავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ქარბუქი და ზღვაზე 5-6 ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S