"განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლდება"
12/02/2021 07:53:30 საზოგადოება
საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლდება.
“პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაცია მიეწოდა სკოლებს საგანმანათლებლო საჭირობის მქონე მოსწვალეებთან მიმართებით. თუ მშობელი მიმართავს სკოლას, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სკოლა იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე თავისუფლდება პირბადის ტარებისგან”,- განაცხადა დგებუაძემ.
მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.


