Accentnews.ge
საქართველოში 2020 წელს პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში 2020 წელს პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა

12/02/2021 07:16:27 საზოგადოება

საქართველოში 2020 წელს პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში პენსიის და სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობამ 958 317 შეადგინა.

2019 წლის მდგომარეობით, საქართველოში პენსიას და სოციალურ პაკეტს 934 333 პირი იღებდა.

  • 2020 წლის სტატისტიკით, საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობა 783 705, სოციალურ პაკეტის მიმღებთა რაოდენობა კი 174 612-ია.
  • 2019 წლის სტატისტიკით, საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობა 762 621, სოციალურ პაკეტის მიმღებთა რაოდენობა კი 171 712 იყო.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 330 943 ერთეული შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ – 146 619. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისში დაფიქსირდა და 63.1 ათასი შეადგინა, მიმღებთა რაოდენობა კი 32.7 ათასით განისაზღვრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S