Accentnews.ge
ამაზონის ტყეებში ოქროს არალეგალური მოპოვების მასშტაბები - NASA-ს უნიკალურ ფოტოებზე

ამაზონის ტყეებში ოქროს არალეგალური მოპოვების მასშტაბები - NASA-ს უნიკალურ ფოტოებზე

11/02/2021 22:09:25 მსოფლიო

NASA-მ უნიკალური ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც პერუში, ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ოქროს უკანონო მოპოვების მასშტაბებს წარმოაჩენს.

კადრებზე აღბეჭდილი «ოქროს მდინარეები» სინამდვილეში ორმოებია, რომლებიც სავარაუდოდ, არალიცენზირებულმა მეშახტეებმა გათხარეს, - იუწყება კოსმოსური სააგენტო.

ორმოები, რომლებიც, როგორც წესი, თვალისთვის უხილავია, მზის სხივების ანარეკლით ნათდება.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ასტრონავტმა ეს უჩვეულო ფოტოები გასული წლის დეკემბერში გადაიღო.

კადრები ნათელ წარმოდგენას ქმნის პერუს სამხრეთ-აღმოსავლეთში, მადრე-დე-დიოსის რაიონში ოქროს გამანადგურებელი მოპოვების მასშტაბებზე.

ქვეყანა ოქროს წამყვანი ექსპორტიორია, ხოლო მადრე-დე-დიოსი - არარეგულირებადი დარგის უზარმაზარი სავანე, რომელშიც ათასობით ადამიანი შემოსავლის შოვნას ცდილობს.

ეს რაიონი ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია, მომპოვებელი მრეწველობა კი ტყის მასშტაბურ ჩეხვასა და გარემოს სასიცოცხლო მნიშვნელობის ადგილების განადგურებას იწვევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S