„ქართული ოცნების“ ოფისთან აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა
11/02/2021 18:06:56 საზოგადოება
„ქართული ოცნების“ ოფისთან ვითარება დაიძაბა. აქტივისტებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს წარწერების – "სისტემა კლავს!" გაკეთების საშუალება არ მისცეს.
"ოცნების" ოფისთან მყოფი სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც დღეს ღამით "კომენდანტის საათი" დაარღვიეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მისვლასაც გეგმავენ. როგორც აქტივისტები აცხადებენ, ისინი ამ ფორმით ქობულეთში მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ქმედითუუნაროა.
გარდა ამისა, მათი თქმით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები ასევე ხელისუფლების მიერ მიღებული არაგონივრული გადაწყვეტილებაა.
ცნობისთვის: ქობულეთში 14 წლის გოგომ სავარაუდოდ, თავი მოილა. გოგონას ბაბუის თქმით, გარდაცვალებამდე მოზარდზე იძალადეს.


