Accentnews.ge
სამოქალაქო აქტივისტები „დაუმორჩილებლობის მსვლელობას“ მართავენ

სამოქალაქო აქტივისტები „დაუმორჩილებლობის მსვლელობას“ მართავენ

11/02/2021 17:27:17 საზოგადოება

საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევას აპირებენ.

ისინი გეგმავენ, რომ ჯერ "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ და შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, ისინი ამ ფორმით ქობულეთში მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ქმედითუუნაროა.

გარდა ამისა, მათი თქმით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები ასევე ხელისუფლების მიერ მიღებული არაგონივრული გადაწყვეტილებაა.

ცნობისთვის: ქობულეთში 14 წლის გოგომ სავარაუდოდ, თავი მოილა. გოგონას ბაბუის თქმით, გარდაცვალებამდე მოზარდზე იძალადეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S