"ბიბლიური თავისუფლების" წევრებისთვის ჯვრისწერა, ნათლობა, წესის აგების აიკრძალება"
11/02/2021 16:08:01 საზოგადოება
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის დანიელის განცხადებით, "ბიბლიური თავისუფლების" წევრებს მართლდმადიდებელი ეკლესიის რიტუალებში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ.
"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ამაში მონაწილეობა ნიშნავს მისი მრწამსის უარყოფას და ეკლესია აფრთხილებს ყველას, რომ ვინც ასეთ ორგანიზაციაში გაწევრიანდება, მას აღარ ექნება უფლება, მიიღოს მონაწილეობა საეკლესიო მსახურებაში, როგორიც არის ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება და სხვა", – განაცხადა მიტროპოლიტმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ.
პარტია "გირჩმა" რელიგიური ორგანიზაცია “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება” 2017 წელს დააარსა. პარტია დაარსებიდან ამბობდა, რომ სამხედრო სავალდებული სამსახურს გაუმართლებლად მიიჩნევს და საკანონმდებლო "ხვრელის" გამოყენებით, რომელიც ნებისმიერი კონფესიის მღვდელთმსახურების სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლებას გულისხმობს, წვევამდელებს სასულიერო პირებად აკურთხებს და შესაბამის ცნობებს გასცემს.


