
მირზა სუბელიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა
08/07/2019 05:05:17 სხვა, სამართალი
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებულმა, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა, მირზა სუბელიანმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
პენიტენციურ დაწესებულებასთან მირზა სუბელიანს ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ.
სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მას საგამოძიებო უწყებამ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წარუდგინა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალის კვალიფიკაცია შეიცვალა.
სასამართლომ ის წაყენებულ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო და ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.