Accentnews.ge
"ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების შექმნა, მსოფლიოში არალეგალური მიგრაციის პრევენციის ეფექტიანი მექანიზმია"

"ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების შექმნა, მსოფლიოში არალეგალური მიგრაციის პრევენციის ეფექტიანი მექანიზმია"

11/02/2021 16:04:34 საზოგადოება

"ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების შექმნა მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც, არალეგალური მიგრაციის პრევენციის ეფექტიანი მექანიზმია, რაც ასე მნიშვნელოვანია მიგრაციის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პროცესში",- ამის შესახებ ნატალია ჩუბინიძე, სპეციალისტი მიგრაციის მართვის საკითხებში სოციალურ ქსელში წერს და საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

მისი თქმით, თავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები პანდემიის პირობებშიც კი აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენ ქვეყანასთან, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სტრატეგიულ პარტნიორობას.

,,მნიშვნელოვანი და აქტუალური პროექტი - ცალსახად უნდა ითქვას, რომ დროებითი ლეგალური მიგრაციის პროექტების წარმართვისას მიღებული უნდა იქნას ეგრეთწოდებული „სამმხრივი მოგების ეფექტი“, რაც გულისხმობს სარგებელს როგორც თავად დროებითი მიგრანტისათვის, ასევე უნდა პასუხობდეს გამგზავნი და მიმღები სახელმწიფოების საჭიროებებს. თავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები პანდემიის პირობებშიც კი აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენ ქვეყანასთან ამ თვალსაზრისით, კიდე ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. რაც ასევე მნიშვნელოვანია ითქვას, დროებით დასაქმების მსგავს ინიციატივებს თან უნდა სდევდეს დაბრუნების შემდგომ რეინტეგრაციის მკაფიო პროგრამები. ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების შექმნა მსოფლიო მასშტაბით და ცხადია ჩვენთანაც ითვლება, როგორც არალეგალური მიგრაციის პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი, რაც ასე მნიშვნელოვანია მიგრაციის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პროცესში“,- წერს ნატალია ჩუბინიძე

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S