"წმინდა სინოდის სხდომის განჩინება ხვალ გავრცელდება"
11/02/2021 15:40:36 საზოგადოება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის განჩინება ხვალ გახდება ცნობილი.
„იმის გამო, რომ სინოდზე დიდი რაოდენობის საკითხები გავიდა, განჩინების ტექსტის დასრულება დღეს ვერ ესწრება. განჩინება წაკითხულ იქნება ხვალ“, - წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: დღეს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ მღვდელმთავრებმა განაცხადეს, სხვადასხვა საკითხებს შორის განხილვის თემა იყო დავით გარეჯის და კორონავირუსის ვაქცინაციის საკითხები.


