Accentnews.ge
მეუფე ანტონი: "გვინდა, ადამიანებს მოვუხსნათ შეხედულება, თითქოს ვაქცინაცია ჩიპიზაციაა"

მეუფე ანტონი: "გვინდა, ადამიანებს მოვუხსნათ შეხედულება, თითქოს ვაქცინაცია ჩიპიზაციაა"

11/02/2021 13:23:03 საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე გარეჯის, ვაქცინაციისა და ზნეობრივი საკითხები განიხილეს.

"ზოგადად განვიხილეთ ვაქცინაციის საკითხი და გვინდა, ადამიანებს მოვუხსნათ შეხედულება, რომ ვაქცინაცია არ განიხილება ჩიპიზაციად, როგორც ასეთი. სუფთა ბიოლოგიური, მედიცინის საკითხია. რა თქმა უნდა, კომისია იტყვის... გაეროს აქვს ეს მიღებული რომ ვინც გაიკეთებს და ვინც არ გაიკეთებს მათ შორის რაიმე განსხვავებები არ იყოს. ისევე, ჩვენი მხრიდანაც არანაირი განსხვავებები არ იქნება", – განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა.

შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომის ოქმი ჯერ–ჯერობით არ გამოქვეყნებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S