ზედიზედ მესამე დღეა, ლარი გამყარებას განაგრძობს
11/02/2021 13:01:56 ეკონომიკა
ზედიზედ მესამე დღეა, ლარი გამყარებას განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2950 ლარი ეღირება, ევრო – 3.9965 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი –4.5553 ლარი, თურქული ლირა – 0.4671 ლარი.
11 თებერვალს ერთი ამერიკული დოლარი 3.3112 ლარი ღირდა, ევრო –4.0145 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი –4.5834 ლარი, თურქული ლირა – 0.4698 ლარი.


