ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე სტეფანე უხელმძღვანელებს
11/02/2021 12:45:18 საზოგადოება
წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის ეპარქიას მეუფე სტეფანე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მეუფე მიქაელმა სინოდის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, მეუფე გრიგოლ კაცია თავის ეპარქიაში, წალკაში დაბრუნდა.
"საქართველოს საპატრიარქოს პრეს–ცენტრი გააკეთებს განცხადებას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და ყველა გაიგებთ. ყველაფერი დალაგებულია. მთავარი არის, რომ საქართველოს სიყვარულში ვართ ჩვენც, თქვენც და ყველა. ხოლო, ვინც არის საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მტერი, შეიძლება მას არ გაუხარდეს, თორემ დანარჩენი, ჩვენ, ყველაფერი გავაკეთეთ”, – განაცხადა მეუფე მიქაელმა.


