სინოდის სხდომა პირბადის გარეშე – მიტროპოლიტი განმარტებებს აკეთებს
11/02/2021 12:18:13 საზოგადოება
წმინდა სინოდის სხდომის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ კადრებში ყურადღება მიიპყრო იმ გარემოებამ, რომ სხდომაზე მღვდელმთავრები პირბადის გარეშე არიან წარმოდგენილები. კადრებში ჩანს, რომ პირბადითაა აღჭურვილი პატრიარქის მოსაყდრე – შიო და პატრიარქის დაცვის წევრი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული რეგულაციების თანახმად, პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში.
თემის კომენტირებისას ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტიმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა, რომ სინოდის სხდომამდე, 10 თებერვალს სხდომის ყველა მონაწილემ ჩაიტარა კორონავირუსზე ტესტი.
„ყვლამ გავიარეთ პისიარ–ტესტი და ამიტომ მივეცით თავს ამის უფლება. გუშინ ლაბორატორია იყო მოწყობილი საპატრიარქოში და ტესტირება ყველა მღვდელმთავარმა გაიარა. ჩვენ ისე არ შევდივართ უწმინდესთან. ისედაც არ შევდივართ ხშირად“,– განაცხადა მიტროპოლიტმა „ტვ პირველის“ ეთერში.


