Accentnews.ge
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

11/02/2021 09:40:09 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე–მაშველი ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა.

ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელი მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს ოჯახს და იზიარებს მათ მწუხარებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S