
შსს განცხადებას ავრცელებს
07/07/2019 22:53:16 სხვა, სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ადგილზე მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას აქციის მიმდინარეობისას, ისე ტელეკომპანიის და მისი თითოეული თანამშრომლის უსაფრთხოებას", – აცხადებენ შსს–ში.
ცნობისთვის: ტელეკომპანიის წინ აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც "პოსტსკრიპტუმის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემის მიმდინარეობისას ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. ამის შემდეგ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არხი კატეგორიულად არ იზიარებს გაბუნიას მიერ გამოთქმულ არა აზრს, არამედ მისი გამოხატვის ფორმას. "რუსთავი 2"-ის წინ შეკრებილების ნაწილი ტელეკომპანიიდან გიორგი გაბუნიასა და ნიკა გვარამიას წასვლას მოითხოვენ.