Accentnews.ge
ხელოვნური სუნთქვის აპარატი 129კოვიდ–ინფიცირებულს დასჭირდა

ხელოვნური სუნთქვის აპარატი 129კოვიდ–ინფიცირებულს დასჭირდა

11/02/2021 06:56:30 საზოგადოება

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების 557 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქში დაფიქსირდა. კერძოდ, ინფიცირების შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისში გამოვლენილია 209 შემთხვევა,

აჭარა – 21,

იმერეთი – 113,

ქვემო ქართლი – 43,

შიდა ქართლი – 63,

გურია – 33,

სამეგრელო – ზემო სვანეთი -24,

კახეთი – 33,

მცხეთა-მთიანეთი – 7,

სამცხე-ჯავახეთი – 10,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 787, საიდანაც: 2 083 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 960, აჭარაში – 160, იმერეთში – 448.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 456 პირი, მათ შორის, თბილისში – 188, აჭარაში – 47, იმერეთში – 119. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 129 პირი, მათგან თბილისში – 91, აჭარაში- 7, იმერეთში – 17. 290 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 151 – თბილისში, 128 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2 414 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 219, ხოლო აჭარაში – 100.

სულ 6 ოქტომბრიდან – 10 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 713 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 886 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 456 პირი, აჭარაში – 684, იმერეთში – 1 380.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S