საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 500–ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
11/02/2021 06:52:33 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 639 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 890 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 380, პისიარტესტით – 8 510.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 264 158 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 256 024 გამოჯანმრთელდა, 3 321 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 386, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 083 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 290 პირი.
ამასთან, 10 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 469 პაციენტი გამოჯანმრთელდა.


